Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისთვის

21 მარტი, 2018 13:07

სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავცრელებს. 

„დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას - საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას“,-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა.

„არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას“,- ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^