Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის მომხმარებლები თეგეტაში 5-ჯერ მეტ PLUS-ებს დააგროვებენ

21 მარტი, 2018 13:23

საქართველოს ბანკმა კომპანია თეგეტასთან ერთგული მომხარებლებისთვის აქცია დაიწყო. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, ვინც ჩართულია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, შესაძლებლობა აქვს დააგროვოს გა-5-მაგებული PLUS-ები. ამისათვის, საკმარისია მომხმარებელმა ისარგებლოს თეგეტას სერვისით, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით.  მათ, ვინც ანგარიშსწორებას განახორციელებს ნაღდი ფულით, დახარჯულ ერთ ლარზე, ერთი PLUS ქულა დაერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაგროვილი PLUS-ებით შეძლებს თეგეტაში სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენას. 

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და პროდუქტებთან ერთად  ბევრ ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის  სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე; ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე; ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე; სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე; სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.  ურთიერთობის პროგრამაში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444. 

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge  
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^