Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაბუნიასგან ბოდიშის მოთხოვნით, „ქართული მარში" „რუსთავი 2-ის" პარალიზებას გეგმავს

21 მარტი, 2018 16:41

„ქართული მარში" ფართომასშტაბიანი აქციებით „რუსთავი 2-ის" პარალიზებას გეგმავს, თუკი „არჩევანის" წამყვანი გიორგი გაბუნია ბოდიშს არ მოიხდის - ამის შესახებ გაერთიანების წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

„უახლოეს დღეებში გავრცელდება ზუსტი თარიღი, როცა 10 000-ობით ქართველი გამოვა და პარალიზებას გაუკეთებს „რუსთავი 2-ს". „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს არ მიეცემათ საშუალება, არც ჩართვის, არც მუშაობის, სანამ გაბუნია თავისი ცინიკური განცხადების ნაცვლად არ გამოვა და იმ ბოდიშს არ მოიხდის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მისგან" - თქვა მორგოშიამ. 

მისი თქმით, გაბუნიამ თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა „სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს".

„გაიმართება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც საბოლოოდ მოიტანენ იმ შედეგებს, რომ „რუსთავი 2-ის“ ბინძური პროპაგანდა საქართველოში ამოიძირკვოს" - ამბობენ „ქართულ მარშში".

გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გიორგი გაბუნიას განცხადებით,  ის დაცვით გადაადგილდება, რადგან სოციალურ ქსელებში მისი მისამართით მუქარის შემცველი ტექსტები ვრცელდება.

19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ წევრები შეიკრიბნენ, მათ ტელევიზიასთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ. 

გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ქრისტემ შეცდომა დაუშვა, რომ 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა და არა მომავალ 2-3 წელში აჭარის რეგიონში, რადგან ამ შემთხვევაში აჭარაში ხეს ვერ იპოვიდნენ, რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრათ. გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეს შედარება ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან შეკვეთილში ხეების გადარგვის თემაზე გააკეთა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^