Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: მუხათწყაროსთან 110 ძირი ხე უკანონოდ მოჭრეს

21 მარტი, 2018 16:46

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნესაკადემიამ“ მოჭრა 110 ძირი ხე, აქედან 103 - ფიჭვის სახეობის, 6 - თუთის  და 1- იფნის. მოჭრილი ხეებიდან არც ერთი არ შედის წითელ ნუსხაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოჭრილი ხეების რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს. 

ამ ეტაპზე, დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

„საქართველოს  სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განმარტებით, სამუშაოები მიმდინარეობს მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე, ელექტრული ქსელების შეუფერხებელი მუშაობისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად:

„ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობას, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე.

 „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნესაკადემიამ“ სამუშაოების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა დაწყებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ გატარდება სათანადო პროცედურები. ამჟამად, სპეციალური ჭრა მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.
სპეციალური ჭრა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის მუშაობას, რაც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა“,- ნათქვამია „საქართველოს  სახელმწიფო ელექტროსისტემის”  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^