Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას აპირებს „დმანისის გადარჩენის ფონდი" აუქციონზე გამარჯვების შემდეგ

21 მარტი, 2018 17:01

დღეს „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ეკონომიკის სამინისტროს დმანისში RMG Gold-თან კონკურენციაში მოგებულ აუქციონთან დაკავშირებით წერილით მიმართა. ვაშაძე ეკონომიკის მინისტრისგან ამ მიწის ნაკვეთის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს, რადგან, მისი თქმით, რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ტერიტორია უფლებრივად უნაკლო უნდა იყოს.

სამინისტროსგან ამ ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღება მეორე ნაბიჯია, რასაც, ვაშაძის თქმით, „დმანისის გადარჩენის ფონდი“ ამ ტერიტორიაზე გეგმავს. „პირველი გამარჯვება გუშინ მოვიპოვეთ“ - ამბობს ვაშაძე „ლიბერალთან“, გუშინ გამართულ აუქციონზე. „დღეს უკვე მოვითხოვეთ კონკრეტული ინფორმაცია ამ მიწასა და მის მომიჯნავე ნაკვეთებთან დაკავშირებით. ანუ RMG Gold-ის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.“ - ჰყვება ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე ელის, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით საყდრისის საბადოსთან RMG Gold-ის ბევრი კანონდარღვევა გამოვლინდება. ამ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება კი აუქციონში გამარჯვებით და RMG Gold-ის მომიჯნავედ ტერიტორიის დაუფლებით მიიღო.

„დმანისის გადარჩენის ფონდის“ (რომელიც 14 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს) ერთ-ერთი ნაბიჯი ტერიტორიისთვის ბრძოლაში, მასზე სარეკრეაციო ზონის მოწყობაა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ ფონდს გარემოს დაბინძურების შესახებაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ტერიტორია კი, სავარაუდოდ, RMG Gold-ის მიერ დაბინძურებული იქნება.

„ანუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული უფლებები ახლა, რის რეალიზებასაც ვიწყებთ. ამის შემდეგ  ვაპირებთ ამზომველების გაშვებას და ვფიქრობთ, რომ პანდორას ყუთს გავხსნით.“ - ჰყვება გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციის გამოთხოვასთან ერთად აუქციონში გამარჯვებულებს ახლა 45 დღე აქვთ, რომ მოგებულ ტერიტორიაზე ინტერესი გამოხატონ. ამის შემდეგ მათ ნაკვეთი ოფიციალურად უნდა გაიფორმონ, რისთვისაც გიორგი ვაშაძეს 5 056 320 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ის ტერიტორიის შესყიდვისთვის საჭირო თანხას ვერ გადაიხდის, 4 000 ლარით დაჯარიმდება და აუქციონი ხელახლა გამოცხადდება.

მაგრამ, გიორგი ვაშაძის თქმით, „დმანისის გადარჩენის ფონდი“ ბრძოლას რამდენიმე გზით წარმართავს. ისინი აპირიბენ RMG Gold-ს სასამართლოში უჩივლონ. „პროცესი წავა იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე შეჭრილია RMG Gold; მისასვლელები აქვს უკანონოდ გადაკეტილი და ათასი თემაა. ეს პანდორას ყუთი გაიხსნა და ხედავთ, როგორი შეშინებულია ახლა თუნდაც ეკონომიკის სამინისტრო“, - დასძენს ვაშაძე.

გიორგი ვაშაძის თქმით, RMG Gold-მა 2014 წლის შემდეგ 1 400 000 000 ლარის სპილენძის მადანი გაიტანა ექსპორტზე. მაგრამ ამ მოცულობის ბიზნესი გარემოსა და ირგვლივ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მაინც არ ფიქრობს. „რაც მათ გაყიდეს საზღვარგარეთ ჰაერიდან არ მოსულა. შესაბამისად, ამ ყველაფერზე მუშაობას დავიწყებთ. ჩვენ მივყვებით ამ პროცესს და რაც მთავარია, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამის გამო სიმსივნით არის დაავადებული, დავუდგებით გვერდში. რაც შეეხება თანხებს, ცოტა ხანში დავიწყებთ მის შეგროვებას საზოგადოების ჩართულობით.“ - ამბობს ვაშაძე.

20 მარტს გამართული აუქციონი სოფელ დიდ დმანისთან 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე  გიორგი ვაშაძემ მოიგო. აუქციონზე ტერიტორიის დაუფლებას ცდილობდა კომპანია RMG Gold-იც. აუქციონში ფონდმა მონაწილეობა სწორედ ამ კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიღო. რადგან, როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, RMG Gold ბიზნესს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაბინძურების ხარჯზე აწარმოებს.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^