Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარინა ვაშაყმაძე აჭარის ტელევიზიის და რადიოს გუნდის წევრი გახდა

21 მარტი, 2018 16:52

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე შემოუერთდა. მარინა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების  განვითარება და სამაუწყებლო პროცესების ხარისხიანად გამართვაა.

„ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები იქნება:

  • მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების სამაუწყებლო წარმოების ზედამხედველობა და კონსულტაციების გაცემა, მუშაობის ხარვეზების გამოვლენა და ცვლილებების დოკუმენტის მომზადება
  • თითოეული პლატფორმისათვის სამაუწყებლო კონცეფციების შედგენა და მართვის პროცესების განახლებაში მონაწილეობა, შეფასება და კონტროლი
  • მაუწყებლის შიდა ტრენინგების ჩატარება, ადმინისტრირება და კონტროლი
  • დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობა.

2006 – 2018 წლებში მარინა ვაშაყმაძე RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. იგი 25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა თუ გადაცემის ავტორი, წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მედისაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 

მარინა ვაშაყმაძე პირველი ქართული საერთაშორისო სწავლების ინიციატორია, საქართველოში ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების ასამაღლებლად. წლების განმავლობაში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კავკასიაში.  ICFJ არის ვაშინგტონში არსებული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას მთელ მსოფლიოში.

პრაქტიკულ ჟურნალისტიკასტიკასთან ერთად,  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში,- ნათქვაიმია აჭარის ტელევიზიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში. 

„რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის იანვარში დატოვა, მას შემდეგ რაც  „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

„რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ, თანამდებობა დატოვა

BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს

„რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია განმარტებას ავრცელებს

„რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახურის უფროსი ნათია ზამბახიძე გახდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^