Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგორიშვილი: სწორი ტერმინი არის ქალი, არანაირი ქალბატონი და მანდილოსანი

21 მარტი, 2018 20:07

„ევროპული საქართველოს“  წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მიმართა, რომ სწორი ტერმინი არის ქალი და ეს გამოიყენონ.

პარლამენტი სავალდებულო გენდერული კვოტისრების საკითხზე მსჯელობს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, საარჩევნო სისტემაში გენდერული კვოტირების ამოქმედება ქართული ნოუ-ჰაუ არ იქნება და მსგავსი სისტემა სხვა ქვეყნებშიც მუშაობს. 

საქართველოს პარლამენტი განიხილავს 37,455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

გენდერული კვოტირების კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა  დღეს არსებული შერეული სისტემის შემთხვევაში, მათი თქმით,  ერთადერთი რეალური გზაა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ისიც მხოლოდ 25%-იან  წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^