Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოდან გაწერეს და მას პოლიციის განყოფილებაში დაკითხავენ

21 მარტი, 2018 21:02

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გაწერეს და მას პლიციის განყოფილებაშ დაკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 6 წევრი დააკავა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს და დააზიანეს ტელეკომპანიის მანქანა, რის გამოც, პოლიციამ 6 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა. 

„ქართული მარშის“ აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

„ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-ის" შენობასთან გიორგი გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს

ქართული მარშმა  სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი წევრი სანდრო ბრეგაძე პოლიციის მიერ სასტიკად არის ნაცემი და ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. მოგვიანებით პოსტი აიღეს. ღუდუშაურის კლინიკაში კი აცხადებდნენ, რომ სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ აღენიშნება და ის მისი ნებით დარჩა საავადმყოფოში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^