Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რესპუბლიკელები" რუსეთის კარნახით „ძალის არგამოყენებაზე" ვალდებულების აღებას არ ეთანხმებიან

22 მარტი, 2018 12:30

რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს. პარტია მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ.

„რესპუბლიკურ პარტიას" მიაჩნია, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის „ოკუპაციის", როგორც უპირველესად სამართლებრივი სტატუსის, გაზიარება, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებიდან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში.

პარტიაში ამბობენ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი და ოკუპაცია ერთი მედლის ორი მხარეა:

- 1978 წელს, როცა მან დამფუძნებელ დოკუმენტში საქართველოს დამოუკიდებლობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა;

 - 1994 წელს, როცა  საქართველოს დსთ-დან გამოსვლას და ე.წ. „რუსეთის სამშვიდობოებისთვის" ოკუპანტის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვდა;

- 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი" საქართველოსგან დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მაგრამ  საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განალაგა;

- 2018 წელშიც, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკვე ათი წელია არ ასრულებს არც ერთ მის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელთაც ითვალისწინებს ე.წ. „სარკოზის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."

„რესპუბლიკური პარტიის“ აზრით, ე.წ. „ჟენევის პროცესი" წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ მხარდაჭერილ, პროცესს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომელზეც საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს რუსეთისგან ვალდებულებების აღება  ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ძალის გამოუყენებლობაზე, და საქართველოს შიდა საკითხებში ჩაურევლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და სახელმწიფოებრივ განვითარებაში.

„რესპუბლიკური პარტია“ არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის კარნახით საქართველოს მიერ ვალდებულების აღებას „ძალის არგამოყენებაზე" ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, რადგან უკვე 2009-2010 წლებში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ გაეროსა და ეუთოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წინაშე აიღო ვალდებულება ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრაზე.

„რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის მშვიდობაზე ორიენტირებული დიალოგის ერთგულია, რაც გულისხმობს ადამიანთა უფლებების ურთიერთპატივისცემას და მნიშვნელოვან როლს ანიჭებს „სახალხო დიპლომატიას," საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების ხელშეწყობას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით,“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ქვეყანა პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ისეთი განცხადების მისაღებად, რომელიც მოემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს და მიმართული იქნება რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. 

განცხადებაში აისახება თუ არა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხი, ჯანელიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და უნდა დაველოდოთ ჟენევის დისკუსიის შემდგომ რაუნდზე წარმართულ მოლაპარაკებებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^