Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: 2017 წელს ნარკოტიკების შეძენა/შენახვისთვის გამტყუნდა 1 846, ხოლო გამართლდა 16 პირი

22 მარტი, 2018 14:16

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა/შენახვისთვის 2017 წელს გამტყუნდა 1846 პირი, ხოლო გამართლდა 16,  - ამის შესახებ ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ანგარიშში  - ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში - 2017 წლის ტენდენციები.

EMC წერს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლზე გამოტანილი განაჩენის ზოგადი სტატისტიკა მიუთითებს, რომ 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თუმცა საერთო ჯამში გამამართლებელი გადაწყვეტილებების წილი კვლავ საკმაოდ დაბალია.

EMC-ის მიერ უზენაესი სასამართლოსგან გამოთხოვილი სტატისტიკით, 2016 წელს აღნიშნული მუხლით გამტყუნდა 1948 პირი, ხოლო გამართლდა 8;

გარდა აღნიშნული სტატისტიკისა, EMC-მ ანგარიშის ფარგლებში 2017 წელს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული 68 განაჩენი გაანალიზა. განაჩენები გამოტანილია 2017 წლის მაისიდან ოქტომბრამდე პერიოდში, თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ.

EMC წერს, რომ ამ პერიოდში მიღებული განაჩენების შესწავლის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ:

• მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე სასამართლოს განმარტებები, გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, არსებითად განსხვავდება ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით არსებული სხვა განაჩენების დასაბუთების ხარისხისგან; 21 ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა სასამართლოში;

• სასამართლო პრაქტიკა მსგავსი შინაარსის მქონე სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებით არაერთგვაროვანია;

• რიგით სისხლის სამართლის საქმეებში, მოსამართლეთა მიერ საქმეთა ინდივიდუალური შესწავლისა და კონკრეტული გარემოებების/მტკიცებულებების სათანადო ხარისხით შეფასება არ ხდება;

• გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის კანონით განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი - არ არის გამოკვეთილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით;

• უმეტეს შემთხვევაში, სასამართლო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების მტკიცებულებითი ძალის პრივილეგირებას ახდენს;

• ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობაზე გამოძიება იწყება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის წყაროზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობა არ ვრცელდება;

• ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის დროისა და ვითარების შესახებ მტკიცებულებათა სიმცირის/არარსებობის მიუხედავად, სასამართლო ნარკოტიკულ ნივთიერებას პირის მიერ მეტწილად უკანონოდ შეძენილად მიიჩნევს;

• ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ჩხრეკის წესი მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით, ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს საგამოძიებო ორგანოს თვითნებობის შესაძლებლობას ვერ გამორიცხავს.

EMC: გახმაურებულ და რიგით ნარკოდანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიდგომები არაერთგვაროვანია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^