Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: „რუსთავის 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო ბრეგაძე უახლოეს დღეებში კვლავ დაიკითხება

22 მარტი, 2018 14:18

შიინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ „რუსთავი 2- თან“ მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა.

„თუმცა გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში მას კვლავ დაიბარებენ პოლიციაში, გამოსაკითხად", - ამბობენ შსს-ში. 

„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გუშინ გაწერეს და  პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს. 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-თან პოლიციამ ქართული მარშის 6 წევრი დააკავა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს და დააზიანეს ტელეკომპანიის მანქანა, რის გამოც, პოლიციამ 6 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^