Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბარი: ტატუნაშვილის სხეულზე ნაწილი არ არის დარჩენილი, წამების კვალი არ აღენიშნებოდეს

22 მარტი, 2018 14:43

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, პრაქტიკულად, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს. 

„მე არ ვილაპარაკებ გამოძიებისა და ექსპერტიზის დეტალებზე. პირველივე წუთებიდან ვთქვით, რომ ოჯახის მიერ ნდობაგამოცხადებული ექსპერტი სახელმწიფო ექსპერტებთან ერთად ესწრებოდა თითოეულ დეტალს, რაც ექსპერტიზას უკავშირდებოდა. ასე რომ, ოჯახი და ექსპერტი თვითონ გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ ყველა ის დეტალი, რომელსაც ჩათვლიან, რომ გარკვეულ ეტაპზე ამის გამოქვეყნება და საზოგადოებამდე მიტანა არის მნიშვნელოვანი. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ მიცვალებულს ძალიან სერიოზული წამების კვალი აღენიშნება. პრაქტიკულად, სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ ეს კვალი არ აღენიშნებოდეს. ამაზე შორს მე ამ ეტაპზე აღარ წავალ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. 

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. 

ჟურნალისტის თქმით, არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი

„ემპათია“: წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები წამების კვალზე მიუთითებს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^