Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გვეუბნება Facebook-მოწონებები პიროვნულ თვისებებზე? - სამეცნიერო კვლევის შედეგები

22 მარტი, 2018 16:50

რას ამბობს Facebook-მოწონებები თქვენს პიროვნულ თვისებებზე? - სამეცნიერო კვლევის შედეგები:

„თუ ბენდ The Smiths-ის მსმენელი ხართ, ალბათ, უფრო ნევროტული ხართ. თუ ბიორკს ან ტომ ვეიტს უსმენთ, უფრო ცნობისმოყვარე ხართ და ღია ახალი გამოცდილებებისთვის. თუ მერლინ მენსონის თაყვანისმცემელი ხართ, თქვენ ნაკლებად მიმნდობი ხართ“, - წერია სტენფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ფსიქომეტრიკის ცენტრის 2015 წელს ჩატარებულ Facebook-მოწონებების კვლევაში, რომელიც მუსიკალურმა გამოცემა Pitchfork-მა დღეს გამოაქვეყნა. გუშინ კი კვლევა NY Times-მა გამოიყენა „კემბრიჯ ანალიტიკის“ სკანდალის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში. 

2015 წელს კვლევისთვის იყენებდნენ აპლიკაციას - Mypersonality, რომელიც 100 კითხვისგან შედგებოდა და მომხმარებლის პიროვნულ თვისებებს „დიდი ხუთეულის“ ფაქტორებით აფასებდნენ

Time-ის ცნობით, ფსიქომეტრიკის ცენტრმა კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ აღნიშნული მოდელის გამოყენებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ფირმამ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის დახმარებით საკუთარი მოდელი შექმნა. კომპანიამ 50 მილიონი მომხმარებლის მონაცემები უნებართვოდ გამოიყენა, რათა შეექმნა ქცევის მოდელები და სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიაში პოტენციური ამომრჩევლები მიეზიდა. 

 

 

 კვლევაში 32 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

თანამედროვე ფსიქოლოგიაში პიროვნების „დიდი ხუთეულის“ ფაქტორები 5 ფართო სფეროს, ანუ პიროვნების განზომილებას წარმოადგენს, რომლებიც მეცნიერულად დადგინდა პიროვნების განსაზღვრის მიზნით.

დიდი ხუთეულის ფაქტორებია:

გამოცდილებისადმი ღიაობა (Openness) - ცნობისმოყვარე, ფართო ინტერესების მქონე, შემოქმედებითი, ორიგინალური, არატრადიციული, მდიდარი ფანტაზიის მქონე (აღნიშნავს ადამიანის აზრებისა და განცდების სიდიდეს, სიღრმესა და სირთულეს)

პატიოსნება (Conscientiousness) - სანდო, ორგანიზებული, გულმოდგინე, თვითდისციპლინირებული პუნქტუალური, პედანტური, მოწესრიგებული, პატივმოყვარე (აღწერს მიზანმიმართულ და ამოცანაზე ორიენტირებულ ქცევას და ადამიანის სოციალურად მოთხოვნილ კონტროლს საკუთარ იმპულსებზე)

ნეიროტიციზმი (Neuroticism) - მშფოთვარე, ნევროტული, ემოციური, დაურწმუნებელი, არაადეკვატური,იპოქონდრიული (ემოციურ სტაბილურობას უპირისპირებს ნეგატიური ემოციების ფართო სპექტრს, მათ შორის შფოთვას, სევდას, გაღიზიანებადობასა და ნერვულ დაძაბულობას).

ექსტრავერსია (Extraversion) - ლაპარაკის მოყვარული, აქტიური, ენაწყლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული, ოპტიმისტური, მხიარულების მოყვარული, ალერსიანი. 

თანხმობისათვის მზაობა (Agreeableness) - გულკეთილი, კეთილგანწყობილი, მიმნდობი, დამთმობი, იოლად იჯერებს, პირდაპირი.

ექსტრავერსია (Extraversion)  და თანხმობისათვის მზაობა (Agreeableness) - ორივე აჯამებს პიროვნებათშორის ნიშნებს ანუ ისინი განსაზღვრავენ, რას აკეთებენ ადამიანები ერთმანეთთან და ერთმანეთისათვის. 

ტერმინოლოგიის გამოყენებისას ვიხელმძღვანელეთ ლილი ხეჩუაშვილის ნაშრომის მიხედვით - „ხუთფაქტორიანი მოდელი: ფსიქოლოგიური ნიშნების შეფასება“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^