Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: მივესალმები ყველა ნაბიჯს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად

22 მარტი, 2018 15:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მიესალმება ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა თუ სოციალურ განვითარებაში ქალთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. 

„გენდერული თანასწორობის საკითხებზე კანონმდებლობის გაუმჯობესება და ქალთა შრომითი უფლებების გაზრდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებაცაა. „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტირების ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი ამჟამად მსჯელობს, ვფიქრობ, ქალთა ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ემსახურება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს”, - აცხადებს პრემიერი. 

პარლამენტში წარდგენილია  37 455 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

გენდერული კვოტირების კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ, დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ინიციატივა  დღეს არსებული შერეული სისტემის შემთხვევაში, მათი თქმით,  ერთადერთი რეალური გზაა პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, თუმცა ისიც მხოლოდ 25%-იან  წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

შსს: ვიდეოების შესწავლისა და მოწმეების გ ...

„პოლიცია შეისწავლის თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, ასევე გამოიკითხებიან  მოწმეები, ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვიდეო► აქციის მონაწილე ხის კენწეროზე საქ ...

თელავისკენ მიმავალ გზაზე საპროტესტო აქციის მონაწილე ხის კენწეროზე ავიდა. იგი საქართველოსა და უკრაინის დროშებს აფრიალებს. ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ომბუდსმენი შსს-ს: მომიტინგეთა გადაადგილე ...

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმა ...
^