Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს - რას ედავება უკრაინის პროკურატურა?

22 მარტი, 2018 16:28

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და ყოფილი სამხედრო პილოტი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

სავჩენკოს საქმის განხილვა უმაღლეს რადაში დღეს მიმდინარეობდა. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანოში მას იმუნიტეტი მოუხსნეს და პროკურატურას დეპუტატის დაკავების უფლება მისცეს.

განხილვას სავჩენკოსთან ერთად ესწრებოდა უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო, რომელიც მას რადაში ტერაქტის მომზადების მცდელობას და დონეცკის რეგიონიდან იარაღის ტრანსპორტირების საქმეში მონაწილეობას აბრალებს. ამის შესახებ ლუცენკომ 15 მარტს განაცხადა და რადას სავჩენკოსთვის ხელშეუხებლობის გაუქმების თხოვნით მიმართა.

უფრო კონკრეტულად, სავჩენკოს ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმეში მონაწილეობას აბარალებენ. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის რადასა და პრეზიდენტ პოროშენკოზე თავდასხმას გეგმავდა.

სავჩენკომ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ პირიქით, მის მოკვლას ცდილობდა პრეზიდენტ პოროშენკოს გარემოცვა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა. რეგლამენტის კომიტეტზე გამოსვლისას მან არ უარყო სეპარატისტებთან შეხვედრა.

მაგრამ სავჩენკოს მტკიცებით, ეს მხოლოდ ომის ნებისმიერ ფასად შეჩერების მიზნით გააკეთა. სავჩენკომ დაამატა, რომ მაშინ როცა ომში ხალხი იღუპება, ხელისუფლება მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. მან კი ხელისუფლების შეშინება გადაწყვიტა.

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მფრინავად მსახურობდა და ეროვნული გმირის წოდებაც მიიღო. ის 2014 წლის 17 ივნისს რუსმა მებრძოლებმა დონბასში დააკავეს და რუსი ჟურნალისტის მკვლელობა დააბრალეს. სავჩენკო მოსკოვში გადაიყვანეს და გაასამართლეს. რუსეთის სასამართლომ მას 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თავად სავჩენკო ჟურნალისტის მკვლელობას უარყოფდა, ის აცხადებდა, რომ იმ დროს როცა ჟურნალისტი დაიღუპა, ის დონბასში საერთოდ არ იყო. სავჩენკო აცხადებდა, რომ ის სამხედრო ტყვე იყო და უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად 100 დღე იშიმშილა კიდეც. სავჩენკოს საქმემ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მის გათავისუფლებას აქტიურად ითხოვენ ევროპარლამენტსა და ამერიკის კონგრესში. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინმა ნადეჟდა სავჩენკო 2016 წლის 25 მაისს შეიწყალა და სამხედრო მფრინავი უკრაინაში დაბრუნდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ბათუმში, ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერი და ...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

უდუმაშვილი: ინაუგურაციის დღეს აქციები თე ...

მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის& ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

სექსუალური ორიენტაციის მიზეზით ამ ეტაპზე ...

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდო მუქარის ფაქტზე საპარტულო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ში &bdquo ...
^