Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს

22 მარტი, 2018 17:28

გიგა ოთხოზორიას მშობლებმა, მეუღლემ და შვილებმა ცხინვალში მოკლულ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს დაკრძალავენ. ის ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს.

23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილი დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

ოსურმა მხარემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი არაერთხელ თქვა.

საბოლოოდ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს და არჩილ ტატუნაშვილი სოფელ წილკანში,  სახლში გადაასვენეს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორია ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, მაგრამ შეიარაღებული ჯარისკაცები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილოდ  დაჭრა.

რაშიდ კანჯი-ოღლი მკვლელობის შემდეგ აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა და მიიმალა. ის ამ დრომდე თავისუფალია.

ფოტოს ავტორი: გიორგი კიკაბიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^