Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შოთაძე ნარკოპოლიტიკაზე: გარკვეული სამართლებრივი საკითხები დახვეწას საჭიროებს

22 მარტი, 2018 17:32

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეფასებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული სამართლებრივი საკითხები დასახვეწია. მისი თქმით, პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურა და უწყებაში მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით რეფორმა საჭიროა.

„სასჯელები განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში და, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ გასცდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში და ყველა სანქცია, რასაც სასამართლო იყენებს გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ჩემი პირადი აზრია, რომ არის გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, ეს ეხება: ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, გარკვეულ ქმედებებს, სანქციებს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური საკანონმდებლო მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურაც და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა საჭიროა", - განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ბათუმში, ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერი და ...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1990 წ. დაბადებული გ.ჩ. გენდ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

უდუმაშვილი: ინაუგურაციის დღეს აქციები თე ...

მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის& ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

სექსუალური ორიენტაციის მიზეზით ამ ეტაპზე ...

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სავარაუდო მუქარის ფაქტზე საპარტულო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ შსს-ში &bdquo ...
^