Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლუკაშენკო: მიყვარს საქართველო. თბილისში მეორედ ვარ, ადრე სოხუმშიც ვიყავი

22 მარტი, 2018 18:09

თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას ბელორუსის პრეზიდენტმა საქართველოზე ისაუბრა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყოფილა, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლა მისთვის განსაკუთრებულია.

„თბილისში მეორედ ვარ, ადრე სოხუმში მომიწია ჩასვლა. სამწუხაროდ, ახლა სოხუმში ვერავინ მიდის. შესანიშნავი მხარეა. ჩემი საყვარელი მხარეა. ამიტომაც ყოველთვის მოწიწებით ჩამოვდივარ იმის მოლოდინით, რომ აქ გულთბილი და წესიერი ხალხი დამხვდება, როგორც ბელარუსში არიან ისეთები.“ - განაცხადა ბელურუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკოს თქმით, ქართველები საბჭოთა კავშირის დროს მის ქვეყანაში ძალიან უყვარდათ. განწყობა არც ახლა შეცვლილა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „ბელარუსს არ აქვს დახურული თემები საქართველოსთან თანამშრომლობაში. ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯს საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამიტომ, ვფიქრობ, მივაღწევთ წელს 200 მილიონის ოდენობის სავაჭრო ბრუნვას“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ორი ქვეყნის ხალხს შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაონ ქვეყნებმა თავიანთი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

„ამ ვიზიტის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ჩვენ გავაფორმებთ სხვადასხვა შეთანხმებას, მათ შორის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ბელარუსი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას განსაზღვრავს. გმადლობთ პირადი მეგობრობისთვის და იმისთვის, რასაც თქვენ საქართველოსა და ქართველებისთვის აკეთებთ”, - მიმართა მარგველაშვილმა ბელორუსის პრეზიდენტს.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^