Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოზე დანაშაული აღიარა

23 მარტი, 2018 15:16

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოზე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ რობაქიძის მკვლელობის შემთხვევის ადგილი გაყალბდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

„რაციით გახდა ცნობილი, რომ წერეთლის გამზირზე იყო დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. მერე დაურეკეს ლევან გვაზავას, რომელიც მაშინ ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო და უთხრეს, რომ ერთი ადამიანია დაჭრილი. ადგილზე მივედით ლევან გვაზავა, დავით იაშვილი, ირაკლი ფირცხალავა და მე. უმალვე მოვიდნენ ჩვენთან დონაძე და მიქაძე. მიქაძე მომიყვა, რომ შემთხვევით გაუვარდა პატრულს და ადამიანი გარდაიცვალა. ვუთხარი: დანაშაული გახსნილია, დააკავეთ და კრიმინალური პოლიცია დაგეხმარებათ, რაც საჭიროა იმაში. მითხრა, ესე არ გამოვაო, იარაღებით იყვნენო. ვკითხე - იარაღი თუ ჰქონდათ და მიპასუხა მიქაძემ, იარაღებით არ არიან, მაგრამ უნდა იყვნენ... ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, რომ უნდა მომხდარიყო შემთხვევის ადგილის გაყალბება და იარაღის ჩადება. კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები უარზე ვიყავით და საუბარი, ფაქტობრივად, კონფლიქტში გადაიზარდა. მითხრეს - თუ პრეტენზია მქონდა, მივსულიყავი გენერალურ პროკურორ ადეიშვილთან. ამის შემდეგ გავჩუმდი", - განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან იარაღი ზურაბ მიქაძემ მიიტანა და გაყალბებული შემთხვევის ადგილს იღებდა გურამ დონაძე. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება იარაღის მოტანის. ვაკე-საბურთალოს სამმართველოდან მოიტანა ზურაბ მიქაძემ იარაღები თავისი სამსახურის მანქანით. იაშვილმა დარეკა სამმართველოში და უთხრა, რომ მისთვის გამოეტანებინათ იარაღი. ამის შემდეგ ვინ ვის რა იარაღს უდებდა, ვერ გეტყვით. გაყალბებული შემთხვევის ადგილის გადაღებას აწარმოებდა გურამ დონაძე. თუ დადასტურდა ჩემი ჩვენების არასანდოობა და ცრუ ჩვენება, მზად ვარ დამატებითი მუხლითაც ვაგო პასუხი. მე მივიღე მონაწილეობა შემთხვევის ადგილის გაყალბებაში. აქ დაიკითხა იმ დროს დაკავებული ვინმე ბართაია და მან თქვა, რომ მე ჩავუდე იარაღი. ეს სიმართლეა. როცა ის დაწვენილი წამოაყენეს, ხელყუმბარა ჩამოუვარდა, ავიღე მე და ჩავუდე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა - იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^