Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუაშვილი: დამამცირებელია, იმის გამო შეგიყვანონ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ქალი ბრძანდები

23 მარტი, 2018 15:56

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი სავალდებულო გენდერული კვოტირების წინააღმდეგია. მისი თქმით, გენდერული კვოტით პარლამენტში მოხვედრა  „ქალბატონებისთვის“ დამამცირებელი იქნება.

„წინააღმდეგი ვარ, ეს კვოტები კანონის რანგში ავიდეს. ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ მეტი ქალი სჭირდება, თავად უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. არ შეიძლება, საჯარო სამსახურში ადამიანების დაყოფა ასე მოხდეს – ეს ქალია, ის -კაცი, ცოლიანებიუცოლოებიქუნთრუშებიანიუქუნთრუშოები. როცა ექიმთან მივდივართ, არ ვკითხულობთ, ქალთან მივდივართ თუ კაცთან, ვკითხულობთ, როგორი კვალიფიკაციის ექიმთან მივდივართ.

ქალბატონები, ვინც არიან და იყვნენ პარლამენტში, თავიანთი შრომის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შედეგად იყვნენ აქ. დამამცირებელია, იმის გამო შეგიყვანონ საკანონმდებლო ორგანოში, რომ ქალი ბრძანდები. მაშინ შემოვიღოთ ვალდებულება, რომ ოთხი შვილი გააჩინონ, ჯარში წავიდნენ და ასე შემდეგ. მე ასეთი პრანჭიაობის არ მჯერა”.

პაპუაშვილის თქმით, თუ ეს ინიციატივა ქალებზე ზრუნვაა, მაშინ, „სხვანაირად ვიზრუნოთ, შევუმციროთ სამუშაო დრო, ხელფასი მოვუმატოთ, თუ დეკრეტში გავლენ, ნუ ვანერვიულებთ, შევუნარჩუნოთ ადგილი, რათა ორ წლამდე ბავშვი ზარდონ. ოჯახსაც მიხედავენ და მეგობრებსაც, კონცერტზეც წავლენ."

პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრის 37 455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც  საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და პარტიებს დაავალდებულებს, პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

კანონპროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ, დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი. 

ცვლილება  მხოლოდ პროპორციულ სისტემას შეეხება. სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებით,  პარტიულ სიებში (პროპორციული სიით)  ყოველი მეორე წევრი ქალი უნდა იყოს. საბოლოოდ კი, პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას - 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებთ.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^