Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

23 მარტი, 2018 17:52

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ლიბერალს" შსს სამინისტროში განუცხადეს. 

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლი:

1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გამოძიების დაწყების შესახებ გუშინ განაცხადა შსს მინისტრის მოადგილემ. 

„სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენთვის არავის მოუმართავს, თუმცა ჩვენ შევისწავლეთ განცხადებები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, დავინახეთ დანაშაულის ნიშნები და ფაქტობრივად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს". - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზრიშვილმა, პირველ არხთან გადაცემაში ჩართვისას. 

„დავკითხავთ იმ ადამიანებს, მსხვერპლებს,  რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მეზვრიშვილმა ყველას, ვისაც შესაძლოა, ამ საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^