Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასჯელაღსრულების სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დაეკისრა

23 მარტი, 2018 18:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ინტერესებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან, 2008-2011 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. გ.ჯ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა.

მსჯავრდებული გ.ჯ. სასამართლო გზით ითხოვდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაშიც იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი  უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მხარი დაუჭიროს ახლო წარსულში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ყოველ მცდელობას, რასაც მსხვერპლები თავიანთი ინიციატივით მიმართავენ და  მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^