Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ შეუფარდა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა "ქართული მარშის" წევრებს

23 მარტი, 2018 18:51

თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის ” წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე  ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

"სასამართლომ, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმე ეხება ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დასადგენია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, გამოსაკითხია სხვადასხვა პირები, ამდენად მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ ბრალდებულებს პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 8 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.”,-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრებს,-  ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, გიორგი ონიანს, ბექა რევაზიშვილს, ირაკლი დოლენჯაშვილისა და მიხეილ ამისულაშვილს აღმკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^