რიკოთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრაილერი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულია ტრაილერის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.