Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ზურაბიშვილი ახალ სქრინებს ასაჯაროებს - "გრძელდება მუქარების ტალღა"

24 მარტი, 2018 12:18

პირველი არხის ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი ფეისბუქზე ახალ სქრინებს ასაჯაროებს, საიდანაც ჩანს რომ ყალბი ექაუნთებიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ამჯერად მის მეუღლეზე ხორციელდება. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ზურაბიშვილმა, რომ სხვადასხვა Facebook-ანგარიშიდან მუქარის შემცველი შეტყობინებები მამუკა ბერძენიშვილის შესახებ facebook პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.

მამუკა ბერძენიშვილს რამდენიმე დღის წინ  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2,027447 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ კი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გიორგი ზურაბიშვილმა გაავრცელა.

„შენ ახლა ფრთხილად იყავი, თორე იმდენს ბღავიხარ, რო მაგათ ამოუჯდები გვერდზე“, მოკეტე, გეყოფა, თვალთვალია შენზე უკვე“, „შენ განახებ სტრუქტურა როგორია. მერე როგორ მოგეხმარება კომენტები მეგობრებს მაგასაც ვნახავ“...“ , - წერია ზურაბიშვილის მიერ ადრე გასაჯაროებულ სქრინებში.

როგორც „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს, გენერალური ინსპექცია ზურაბიშვილს უკვე დაუკავშირდა და სამინისტრო მზადაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, ყველა შესაძლო კანონდამრღვევის იდენტიფიცირებისა  და დასჯისთვის.

2,027447 გრამი ნარკოტიკული საშუალება MAMA-ს ფლობისთვის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^