Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი არჩილ ტატუნაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის

24 მარტი, 2018 13:04

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არჩილ ტატუნაშვილისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭების ინიციატივით გამოდის.

"დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა "ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო! 

ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის მრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ. 

ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე. 

ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!

გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად" - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^