Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: სოფელ მოწამეთაში 50 ძირი წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრეს

25 მარტი, 2018 12:32

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში წიწვოვანი სახეობის ხეების ჭრის ფაქტი დააფიქსირეს. უწყების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ჭრებს შპს „სილვა" ახორციელებდა. 

„მოჭრილია 50 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე. შპს „სილვას" წარმომადგენლის განმარტებით, ჭრას შესაბმისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ადგილზე შედგა საველე აქტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოჭრილი ხეების პარამეტრები აღწერეს და აიღეს ჯიპიეს კორდინატები. 

შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის მიერ, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. კომპანიამ ჭრები მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^