Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: სასტუმრო „ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს

25 მარტი, 2018 14:07

სასტუმრო „ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, გიორგი მიქელაძე სასტუმრო „ლეოგრანდში" ტექნიკურ საწყობს კურირებდა და გამოძიება უსაფუძლოდ ედავება. ადვოკატის თქმით, იგი გიორგი მიქელაძის უდანაშაულობის დამტკიცებას შეეცდება. 

„ხანძარი ტექნიკურ საწყობში არ გაჩენილა, ხანძარი იყო საქვაბეში, რომლის კონტროლიც მას არ ევალეობდა", - აღნიშნა პაატა ბოლქვაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ის ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^