Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Ranker-ზე ქართველი პოეტები სიის სათავეში აღმოჩნდნენ

26 მარტი, 2018 13:32

შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე და ანა კალანდაძე ცნობილ ვებგვერდ Ranker.com-ზე პოეტების ტოპსიაში მოხვდნენ. მომხმარებლებს ხმის მიცემა აქვე შეუძლიათ.

Ranker-ზე, სადაც რეიტინგს მომხმარებელი განსაზღვრავს, ქართველი პოეტები მსოფლიოში საუკეთესოთა შორის ლიდერობენ. სიის სათავეში 5 000-ზე მეტი ხმით შოთა რუსთაველია, მას ვაჟა-ფშაველა მოსდევს, 4 000-ზე მეტი ხმით, მესამე ადგილზე ნიკოლოზ ბარათაშვილია, შემდეგ - გალაკტიონ ტაბიძე, მეხუთე ადგილს კი უილიამ შექსპირი იკავებს.

ამ დროისათვის შექსპირს ისევ ქართველი პოეტი მოსდევს - Ranker-ზე მე-6 ადგილს ანა კალანდაძე იკავებს. ანა კალანდაძის შემდეგ ტოპათეულს დანტე ალიგიერი, ჰომეროსი, გოეთე და ედგარ პო აბოლოებენ.

ნიკოლოზ ბარათაშვილი Ranker-ზე სხვა სიაშიც არის. რომანტიზმის ხანის საუკეთესო პოეტებს შორის მისი კანდიდატურა თავად ვებგვერდის გუნდმა დაამტა და ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

როგორ ხდება სიების შედგენა?

სიის შედგენას, როგორც წესი, Ranker.com-ის გუნდი რამდენიმე კანდიდატის დამატებით იწყებს. ხოლო ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს ხმის მიცემას ან მთელი სიის პირადი შეხედულებით დალაგებასთან ერთად, ახალი კანდიდატების დამატებაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ქართველი პოეტები მომხმარებლებმა: George 98, Tamari Dzodzouashvili და Georgian11 დაამატეს.

Ranker.com-ზე სიების ნაწილს თავად მომხმარებელი ადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შედგენილ სიას 100-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურება, სია Ranker-ის მთავარ გვერდზეც აღმოჩნდება.

Ranker.com-ზე მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებთან ერთად სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო სიებიც არის თავმოყრილი. ვებგვერდის გუნდი მიუთითებს, რომ მათი მიზანია, საუკეთესო მწერლების, წიგნების რეიტინგები ხალხმა შეადგინოს და არა რომელიმე ექსპერტმა. როგორც Ranker.com-ის გუნდი წერს, მათ ვებგვერდს ყოველთვიურად 50 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ისეთი მედიაგამოცემები ციტირებენ, როგორიცაა The Wall Street Journal, Business Insider, The Hollywood Reporter და USA Today.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^