Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუნა უგრეხელიძე: ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მივმართავ სასამართლოს

27 მარტი, 2018 15:13

როგორც რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის ოფიციალურ ფეიჯზე სექსუალურ შევიწროებაში მხილებულმა, პაპუნა უგრეხელიძემ დაწერა, მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, „სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის  მხრიდან შეტევა და, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგობრობის პერიოდში 2013 წლიდან - 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან „შევიწროების“ მსხვერპლი".

რეესტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ მან ამ თანამშრომლის მეუღლე დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა“. და ეს უკანასკნელი „როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვ“.

„ამდენად, მისი მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ  შევიწროვებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული" . - ვკითხულობთ უგრეხელიძის განცხადებაში.  

SMS-ები ►რას სწერდა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომელ ქალს

მისი თქმით, „ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი  და ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია. ტორტის ფოტოც იხილეთ აქ.

იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.

ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეა დღეა, მედიისთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამშრომლის სექსუალურ შევიწროებაშია მხილებული. დასკვნა 2017 წელს მომზადდა. 

„ლიბერალი" ესაუბრა ქალს,  რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს (საჯარო რეესტრის ხელმძღვანელს) სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ომბუდსმენის დასკვნის გარდა, მან ამ ფაქტის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებსაც აცნობა, თუმცა პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^