Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► ნაკადულად ქცეული თერგი

29 მარტი, 2018 12:41

Facebook-ში მომხმარებელი იაგო კაზალიკაშვილი მდინარე თერგის ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს, რომ თერგის დინება მნიშვნელოვნად შემცირებულია და ის ნაკადულივითღა მოედინება.

სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია დარიალის ჰესით, რომლის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის - 90%-ის სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის კალაპოტი, პრაქტიკულად, წყლის გარეშე რჩება. 

„მწვანე ალტერნატივის" შეფასებით, 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას.

„სწორედ ეს არის 10%, რაც რჩება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს არის მიუღებელი და 10% არანაირად არ იქნებოდა საკმარისი, გარემოს დაცვის სამინისტრო გვარწმუნებდა საპირისპიროში. ახლა კი ხომ გამოჩნდა, რამდენია 10%. სულაც არ გჭირდება იყო ექსპერტი, რომ მიხვდე, ეკოსისტემის გადარჩენაზე საუბარიც კი ზედმეტია", - ამბობს „ლიბერალთან" საუბრისას „მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი.

დარიალჰესი 2017 წლის 8 აპრილს გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში კომპანია „გამა კონსალტინგის" მიერ არის მომზადებული. საქართველოში დაგეგმილი ჰესებიდან უმრავლეს  ნაწილზე გზშ-ს ანგარიში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ მოამზადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^