Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია

29 მარტი, 2018 14:04

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს თავმჯდომარის არჩევა ვერ შეძლო. 

როგორც „ლიბერალს“ სამეურვეო საბჭოს აპარატში განუცხადეს, თავმჯდომარეობის კანდიდატებად ორი მეურვე გია იაკობიძე და გიორგი ნიჟარაძე დასახელდნენ, თუმცა ორივე მათგანმა თვითაცილება მოითხოვა.

მათივე განმარტებით, საბჭოს არსებული შემადგენლობით გაიმართება კონსულტაციები და 17 აპრილამდე შესაძლებელია განმეორებით ჩატარდეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. ამჟამინდელ თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიას 17 აპრილს უფლებამოსილება უწყდება.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას 17 აპრილამდე გრიგოლ გოგელია გააგრძელებს. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს, მარინა მუსხელიშვილს ირინა ფუტკარაძე შეცვლის. თუკი 17 აპრილამდე საბჭო თავმჯდომარეს ვერ აირჩევს, მაშინ თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი მოადგილე ირინა ფუტკარაძე გააგრძელებს. 

*************

23 მარტს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა (101) მიიღო. უმრავლესობის კვოტით წარდგენილმა ზაზა შათირიშვილმა კი პარლამენტის მხარდაჭერა 103 ხმით მიიღო. 

ვაკანტურია სახალხო დამცველის კვოტით ასარჩევი კანდიდატის ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში. კანდიდატს სახალხო დამცველი უახლოეს დღეებში არსებული სიიდან დაასახელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^