Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები პარლამენტს ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

30 მარტი, 2018 12:25

„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტს ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„რესპუბლიკურ პარტიას“ მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას, უმრავლესობა კვლავ უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და უკვე არაერთგზის, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, მხარს არ უჭერს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, რომელიც წარდგენილია უმცირესობის კვოტით. 

„პარლამენტში ნინია კაკაბაძის მიმართ უკვე არაერთგზის გამოხატული უარყოფითი პოზიცია, ტოვებს შთაბეჭდილებას - ის იმდენად მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“ პერსონალურად,  რომ მმართველი გუნდი მზადაა, არ გაითვალისწინოს კანონით დადგენილი არც ერთი მოთხოვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არ მოხვდეს სამეურვეო საბჭოში. 

მიგვაჩნია, რომ განმეორებით კენჭისყარეზე ნინია კაკაბაძის წარდგენა არის შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა იხელმძღვანელონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებით და ხმა მისცენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს და დაიწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება“,- ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში. 

პარლამენტს ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ თავისულაფლი დემოკრატებიც:

 „ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობა მიზანდასახულად ცდილობს უგულებელყოს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპი და შესაბამისი პროცედურა, რომლებიც გულისხმობს უმრავლესობის გარდა სხვების უფლებების თანასწორად აღიარებასა და დაცვას. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, მხარს ვუჭერთ საპარლამენტო უმცირესობის დემოკრატიულ ინიციატივას საზოგადოებრივი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე კვლავ წარადგინოს ნინია კაკაბაძე და მხარს ვუჭერთ ამ უკანასკნელს, რომელიც თავად პარლამენტის მიერ შერჩეულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს კანდიდატების შესარჩევ კონკურსში ყველაზე მაღალი ქულებით შეაფასა. ,,თავისუფალი დემოკრატები’’ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კერძოდ, ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობას, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, აღასრულოს თავისი დემოკრატიული მოვალეობა და მხარი დაუჭიროს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას“,- ნათქვამია მათ განცხადებაში. 

26 მარტს „ევროპულმა საქართველომ" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა. ნინია კაკაბაძის კანდიდატურა 23 მარტს მაუწყებლის ბორდის შესარჩევ კენჭისყრაზე პარლამენტმა ჩააგდო.მას მხარი 11 პარლამენტარმა დაუჭირა,  40 კი წინააღმდეგ წავიდა. 

საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად „ევროპულმა საქართველო“ ისევ ნინია კაკაბაძე წარადგინა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივნისი
20 ივნისი

იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ ...

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ...
20 ივნისი
20 ივნისი

სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სად ...

 სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც რუს პოლიტიკოსებთან ერთად სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქცი ...
20 ივნისი
20 ივნისი

„როგორც კი გავიგე, მოვითხოვე სესიის შეჩე ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლ ...
^