Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა

30 მარტი, 2018 13:34

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:  მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. 


საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა". პირველ ტურში კი  საკონკურსო თემა "მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა" იყო. წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა  ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა,  რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^