Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►მესტიაში „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუჩა გადაკეტეს

31 მარტი, 2018 15:50

მესტიაში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და  „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებელ კომპანიას ტექნიკის გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. 

აქციის მონაწილეებს შორის ორსული ქალიცაა, რომელიც პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზაზე დაწვა. 

„რეგინფოს“ ინფორმაციით, დილიდან „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის განახლების მიზნით, მესტიაში მძიმე ტექნიკა სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით შეჰყავთ.

 „სვანეთი ჰიდრო“ ჰესებს, მესტიაჭალა 1 და მესტიაჭალა 2  Galt & Taggart ავსტრიულ კომპანია rpGlOBAL-თან ერთად აშენებს.

„სვანეთი ჰიდროს“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო ნატროშვილის თქმით, ადგილობრივები,რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პროვოკაციას მართავენ და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ. მისი თქმით, მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკით გაგრძელდება. 

„მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში,  მოსახლეობის მხრიდანარანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. დღეს, მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება მხოლოდ    10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. ჩვენ საგაზაფხულო მშენებლობის დაწყების წინ რამდენჯერმე შევხვდით მათ და ყველაკითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს არ სურთ არგუმენტირებული პასუხების მოსმენა. ასევე, ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ექსპერტების მონაწილეობით საკითხის განხილვაზე.სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმებულ და ტელევიზიით დაანონსებულ შეხვედრასარ დაესწრნენ. დღეს კი ისინი პროვოკაციას მიმართავენ, ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ.

რაც შეეხება სამუშაოებს - ამ ეტაპზე იწმინდება გზა და მდინარის კალაპოტის გასწვრივ ნაპირსამაგრები ეწყობა. ჩვენ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას დაგეგმილი გრაფიკით ვაგრძელებთ“ - განაცხადა ნატროშვილმა, 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^