Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სქესის ნიშნით დისკრიმინაცია - რა წერია ომბუდსმენის ახალ ანგარიშში

01 აპრილი, 2018 12:14

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის  ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ  ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია  2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად  რეკომენდაციებს. 

ომბუდსმენის ანგარიშის მე-9 თავში - თანასწორობის უფლება, სქესისი ნიშნით დიკრიმინაციაზეც არის საუბარი. 

ომბუდსმენის შეფასებით, თანასწორობის უფლების დაცვა საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს

2017 წელს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 162 ახალი საქმე განიხილა, რომელთაგან 26 შემთხვევა დისკრიმინაციად ან დისკრიმინაციის წახალისებად მიიჩნია, ხოლო 113 განცხადებაზე საქმისწარმოება შეწყდა კანონით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლით.

განსახილველი საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის (11%), სქესის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (9%), განსხვავებული მოსაზრების (9%), რელიგიის (7%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (7%), ასევე მოქალაქეობის (3%) და პოლიტიკური მოსაზრების (3%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად სექსუალური შევიწროება გამოვლინდა, თუმცა, ამ საკითხზე სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა.

„საქმეთა სიმწირეს არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, უარყოფითი გენდერული სტერეოტიპები, მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა და ინფორმაციის ნაკლებობა. ამასთან, სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. სათანადო რეგულირების არარსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სექსუალური შევიწროების აღქმას და უარყოფითად აისახება გამოვლენის მაჩვენებელზე, "- ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლ ჯგუფს ორსული ქალები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც წარმოადგენდა. მსგავს შემთხვევებს, ომბუდსმენის დასკვნით, ადგილი აქვს კერძო დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორსულობის გამო, დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას აღარ აგრძელებენ.

ასევე, სახალხო დამცველი დისკრიმინაციულად მიიჩნევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მათ ფიზიოლოგიურ და ფსიქოემოციურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. 

სახალხო დამცველის ანაგარიშში ნათქვამია, რომ თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელიც დისკრიმინაციულ განწყობებს ახალისებს ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ.

სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად.

ასევე, დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები იმგვარად, რომ შევიწროება, სექსუალური შევიწროება და უარი გონივრულ მისადაგებაზე გათვალისწინებული იყოს როგორც დისკრიმინაციის ფორმები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^