Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

2017 წელს ნარკოტესტირებაზე უარი 1 261-მა პირმა განაცხადა

01 აპრილი, 2018 12:27

წინა წლების მსგავსად, 2017 წელსაც პრობლემას ქმნიდა ნარკოტესტირების მიზნით პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვა", - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ  2017 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ნარკოტესტირებაზე გამოკვლევის მიზნით 13 175 პირი წარადგინეს, რომელთაგან 1 261-მა პირმა უარი განაცხადა გამოსაკვლევად ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე (9.57%), ხოლო იმ პირთაგან, რომლებმაც გამოსაკვლევად ჩააბარეს ბიომასალა (11 914 პირი), ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა 5 318 პირს.

სახალხო დამცველი წერს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციის თანამშრომელს ავალდებულებს, შეწყვიტოს პოლიციის სამართლებრივი ქმედება, თუ აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, ხშირია შემთხვევები პრაქტიკაში, როდესაც პოლიციელები არ ითვალისწინებენ ბრალდებულის უარს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე და ისინი მაინც გადაჰყავთ საექსპერტო დაწესებულებაში, ან საექსპერტო დაწესებულებაში გაცხადებული უარის შემდეგ მათ არ ათავისუფლებენ. შესაბამისად, ნარკოტესტირების გამოყენებისას, თუ ადგილი ექნება პირის გადაყვანას საექსპერტო დაწესებულებაში მიუხედავად იმისა, რომ იგი უარს აცხადებს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე, პოლიციის თანამშრომელთა მიერ პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი და არაპროპორციული იქნება.

სახალხო დამცველი პარლამენტს ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს

თბილისის შემდეგ ნარკოტესტირებაზე ყველაზე მეტი ადამიანი აჭარაში გადაყავთ

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ შსს-დან გასულ წელს გამოითხოვა ინფორმაცია, წლების მიხედვით, ნარკოტესტირებაზე წარდგენილი პირებიდან რამდენმა თქვა უარი ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე.

შსს-დან მიღებული პასუხების მიხედვით, მაგალითად 2016 წელს „კლინიკურად შემოწმდა, ბიომასალა ვერ/არ ჩააბარა" 1 150 ადამიანმა, ხოლო უარი განაცხადა 30-მა. 

რაც შეეხება  წლების მიხედვით ნარკოტესტირებაზე წარდგენილ პირთა რაოდენობას: 2016 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოტესტირებაზე 22 405 ადამიანი გადაიყვანეს.

 2012 წელს - 21 749, 2013 წელს - 60 196, 2014 წელს - 50 865, ხოლო 2015 წელს 37 503 ადამიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^