Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარე დაკვირვებას ერთი დამკვირვებელი ჩაატარებს - ცვლილებები გარე დაკვირვების წესში

03 აპრილი, 2018 14:21

გარე დაკვირვების წესში ცვლილებები შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება, გარე დაკვირვების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკანონმდებლო მაცნეში გუშინ გამოქვეყნდა.

ცვლილების თანახმად, ნაცვლად დამკვირველებთა ჯგუფისა (2 დამკვირვებელი), გარე დაკვირვებას ჩაატარებს ერთი გარე დამკვირვებელი, რომელსაც მასწავლებლის სახლი დაიქირავებს.

ვინ იქნება გარე დამკვირვებელი?

გარე დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, რომელსაც დააკვირდება.

გარდა ამისა, გარე დამკვირვებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას და წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი გარე დაკვირვება;

ბ) უნდა ჰქონდეს პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას;

გ) უნდა ჰქონდეს წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსი და ზოგად, პროფესიულ ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის წარმართვის გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული იმ საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით, რომელში ჩატარებულ გაკვეთილზეც ახორციელებს გარე დაკვირვებას.

გაკვეთილის შეფასება

გარე დამკვირვებელი ავსებს გაკვეთილის აღწერის ფორმას და აფასებს მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს, გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

ცვლილების თანახმად, გაკვეთილის ჩატარებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში მასწავლებელი ვალდებულია ჩატარებული გაკვეთილის შესახებ რეფლექსია ატვირთოს ელექტრონულ სისტემაში გამოყოფილ სპეციალურ ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი არ შეფასდება.

გაკვეთილზე დაკვირვება და მისი შეფასება ხორციელდება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის საფუძველზე.

გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32, გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 24 ქულას.

სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში გაკვეთილების შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 21 ქულას.

თუკი მასწავლებელი მიიღებს უარყოფით შეფასებას გარე დაკვირვებაში, მას ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემა გარე დაკვირვების გავლის მომდევნო სასწავლო წელს.

ცვლილება ეხება გარე დაკვირვების ეტაპებსაც, უფრო კონკრეტულად კი, აღარ ჩატარდება გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა. ოთხი ეტაპის ნაცვლად  გარე დაკვირვებისთვის სამი ეტაპი განისაზღვრა:

ა) წინასაგაკვეთილო შეხვედრა;

ბ) გაკვეთილზე დაკვირვება;

დ) გაკვეთილის შეფასება.

ვის შეუძლია გაიაროს გარე დაკვირვება?

გარე დაკვირვების წესი უფროსი მასწავლებლის მიერ გაკვეთილის წარმართვის შემოწმების მიზნით გარე დაკვირვებასთან დაკავშირებულ პროცესებს აწესრიგებს.

გარე დაკვირვების გავლის უფლება აქვს უფროს მასწავლებელს, რომელსაც სურს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

  • წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულებიდან მოპოვებული აქვს არანაკლებ 13 კრედიტქულა;
  •  უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მოპოვების შედეგად განათლების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის. 

იხილეთ ცვლილებათა დოკუმენტი:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

გორში 9 დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლ ...

გორში გაუჩინარებული არასრულწლოვან დები რუსთავში იპოვეს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყე ...
21 აპრილი
21 აპრილი

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხ ...
21 აპრილი
21 აპრილი

ფოტო ► ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინაა ...

„არა ჰესების მშენებლობას!“, „გამოიყენეთ მზის და ქარის ენერგია!“  - მესტიის მუნიციპალიტეტში, ...
^