Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წარმატებული ქართველი ექიმი: „არასოდეს დაკმაყოფილდეთ მინიმუმით, შანსი ხელიდან არ გაუშვათ“...

03 აპრილი, 2018 15:34

ამბობენ, მაქსიმალიზმი დამღუპველიაო, მაგრამ ადამიანი მაქსიმალისტი უნდა იყო, რომ მინიმუმს მაინც მიაღწიო. ბევრი ადამიანისთვის დიპლომის აღება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს წარმოადგენს. მიხეილ ომიაძე  ასეთების რიცხვს არ მიეკუთვნება. ის საქართველოში მიღებული განათლებით არ დაკმაყოფილდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინა.

მან საქართველოში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი,  შემდეგ გაემგზავრა მოსკოვის ფიოდორვის თვალის მიკროქირურგიის ცენტრში, სადაც გაიარა ორდინატურა, დოქტორანტურა და  დაიცვა დისერტაცია. ამის შემდეგ  სტაჟირებაზე წავიდა ინსბრუკში, ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ამერიკაში, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის ვილმერის სახელობის კლინიკაში და შეისწავლა ხელოვნური რქოვანას გადანერგვის მეთოდები.  2016 წელს იმყოფებოდა საფრანგეთის ქალაქ  მარსელში, სადაც შეისწავლა კერატოკონუსის მკურნალობა „ფემტო ლაზერ“ ის გამოყენებით  . მიხეილ ომიაძემ დრო და ენერგია არ დაიშურა, იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, რათა გაეღრმავებინა ცოდნა და მიღებული გამოცდილება ქართველი მოსახლეობისთვის გაეზიარებინა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დიპლომი საზღვარგარეთ არ არის აღიარებული, ქართველ ექიმებს უფლება არ აქვთ აწარმოონ პროფესიული პრაქტიკული საქმიანობა, თუ არ ჩააბარებენ ადგილობრივ გამოცდებს. მიუხედავად ამისა, მიხეილ ომიაძეს იტალიის თვალის ასოციაციის გამგეობამ უფლება მისცა, ჩაეტარებინა საჩვენებელი ოპერაცია,   თვალის კონფერენციაზე. მან ჩაატარა კატარაქტის  ოპერაცია ხელოვნური ბროლის გადანერგვით „ცოცხალი ქირურგიის“ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპერაციის ტრანსლირება მიმდინარეობდა საკონფერენციო დარბაზში, სადაც იმყოფებოდნენ მისი კოლეგები მთელი მსოფლიოდან.

დღეს, პროფ. მიხეილ ომიაძე თანამშრომლობს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰოსპიტალურ ქსელთან „სამედიცინო კორპორაცია ევექსთან“, რომელიც  მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები. როგორც თვითონ აღნიშნა,  მისთვის საინტერესოა ასეთი კორპორაციის სათაო კლინიკაში მუშაობა.

მიხეილ ომიაძე თავის პროფესიაზე გვიყვება და გვიხსნის, რომ კატარაქტა - თვალის ბროლის შემღვრევა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას სრულ დაკარგვამდე. კატარაქტა  მოსახლეობის თითქმის 60% -ს აწუხებს და უმეტესად თავს იჩენს  65-70 წლის ასაკში. ამ პრობლემების გამოსწორება ქირურგიული გზითაა შესაძლებელი, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ოპერაცია უმტკივნეულოა და შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე დგება. ასევე თვალის დაავადებებს შორის გავრცელებულია ახლო, შორს მხედველობა და ასტიგმატიზმი, რომელიც მოსახლეობის 25% - ს აწუხებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ამჟამად გამოიყენება ფემტოექსიმერ ლაზერი, რომლითაც უკვე აღჭურვილია ევექსის რეგიონული ჰოსპიტალი. ამ დანადგარმა ქირურგებს საშუალება მისცა, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ.

        მიხეილი დამწყებ მედიკოსებს ურჩევს, რომ არასოდეს დაკმაყოფილდნენ მინიმუმით, ხელიდან არ გაუშვან შანსი,  აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ ცოდნა და გამოიყენონ  ყველა რესურსი, რათა იყვნენ საუკეთესოები. „მითუმეტეს რომ არსებობს ევროპული და ამერიკული გრანტები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება აქვთ უფასოდ გაემგზავროს 3-დან 6 თვემდე ან 1 წლამდე უცხოეთის კლინიკებში. ევროპისა და ამერიკის ოფთალმოლოგთა ასოციაცია ხელს უწყობს ასეთი  კადრის მიღებას. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებელი დაბრუნდნენ საქართველოში და თავიანთი გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^