Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის

04 აპრილი, 2018 12:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის.

„ფინანსთა სამინისტრომ ახლახან წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. რეალურად, ეს იყო, მართლაც, უპრეცედენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი სამი ახალი ინიციატივა ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები. 

პირველი რეფორმის თანახმად, რომელიც უნიკალურია არამხოლოდ საქართველოსთვის; მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელსაც დღეს ადგენს მეწარმე, იქნება 1 გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ამით ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი. 

მეორე ინიციატივის მიხედვით, მარტივდება, როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით  პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისა და მცირე ფერმერებისგან. 

„ყველა ჩვენგანს აქვს განცდა, რომ, მაგალითად, როდესაც მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია, ანუ იმ რაიონში, იმ სოფელში წარმოებული პროდუქცია და ხშირად პროდუქციის შეძენა და ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ამ მიმართულებით შესყიდვა, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებულ კვების პროდუქტებზე, რათა ადგილობრივი ნაწარმი მაქსიმალურად გვქონდეს წარმოდგენილი, როგორც მცირე და ოჯახური ტიპის, ისე - რეგიონებსა და სოფლებში გახსნილ სასტუმროებში. 

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამ პრობლემის გამო, ძალიან ხშირად, ბიზნესი უარს ამბობდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენაზე. ამ ცვლილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ბიზნესი შეზღუდვის გარეშე შეისყიდის ამ პროდუქციას და ეს აისახება იმ საგადასახადო ტვირთში, რომელიც ამ შემთხვევაში კომპანიას ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აუცილებლად უნდა წახალისდნენ, რათა ადგილობრივი, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შეიძინონ. ეს არის ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი და სწორედ ეს არის მომხიბვლელი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მესამე ინიციატივა კი, პრემიერის თქმით, საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად. ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინრეგისტრაციას. 

„ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინრეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან  ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინრეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^