პარლამენტთან ტყიბულში დაღუპული და დაშავებული მეშახტეების მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა შემოხლა მოხდა.
ლევან ლორთქიფანიძის თქმით, აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ცოტა ხნით სავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ მონაწილეებს არ მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ლევან ლორთქიფანიძის თქმით, დაკავებულები არიან: ცოტნე ცხვედიანი,გიორგი სოფრომაძე, კოსტა გურული და ვალო ჩაჩუა.