Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს და აგინებს - რას ჰყვება ყოფილი თანამშრომელი

10 აპრილი, 2018 16:37

Youtube-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს აგინებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. 

თამაზ ელიზაბარაშვილმა Imedinews.ge-ს უთხრა, რომ მისი საქციელი არამართებული იყო, თუმცა ის თანამშრომელმა მდგომარეობიდან გამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

როგორც ვიდეოში ჩანს, თანამშრომელს ჯაჭვის საჭრელი მაკრატლის წამოღება დაავიწყდა, რის გამოც დაბმულ ძაღლს ჯაჭვს ვერ ხსნიან. ელიზბარაშვილი მამაკაცს თავში ურტყამს და მასთან ერთად კიდევ ერთ თანამშრომელს აგინებს.

„ლიბერალი“ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა თავშესაფრის თანამშრომლების ყოველდღიურობაა.

ლელა თოლორდავა თავშესაფრის სოციალური მედიის მენეჯერად 2014-2016 წლებში მუშაობდა. ამბობს, რომ ელიზბარაშვილი კეთილი ადამიანია, თუმცა აფექტურია და თანამშრომლებზე ხშირად ძალადობს. ამბობს, რომ თავშესაფარი სწორედ მის მიმართ გამოვლენილი ძალადობის გამო დატოვა.

„ვანო (სახელი შეცვლილია), რომელსაც ვიდეოში ურტყამს, მისი პირადი მონაა. ერთად გაიზარდნენ. თამაზის იქით არავინ ჰყავს პატრონი, აცმევს, უვლის, თან ჰყვება და ამავდროულად, როცა გაბრაზდება კარგადაც სცემს. დღეში შეიძლება 10-ჯერ სცემოს. კბილები რამდენჯერ ჩაულეწა?! ჩემ წინაშეც არაერთხელ უცემია. არაფრის გამო, შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს და სცემოს. ვანოსაც არაერთხელ უთქვამს, თავს მოვიკლავო, ამნაირ ცხოვრებას რა აზრი აქვსო, მაგრამ რა ვქნა, ცოლ-შვილთან ფული უნდა მივიტანოო. ძალადობის მსხვერპლია ვანო“ - ამბობს თოლორდავა.

მისი თქმით, თანამშრომლები სამსახურის დაკარგვის შიშით ძალადობას ვერ აპროტესტებენ.

„მეც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და იმიტომ წამოვედი. სულ ცოტა დააკლდა და ხელით წამოვიდოდა. თან არაფრის გამო. სხვაზე მოეშლებოდა ნერვები და შენზე გადმოვიდოდა. გინებები იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. თავიდან ვუთმენდი, შემდეგ ისეთ სიტუაციში ჩამაგდო, საკუთარი თავის პატივისცემა დამიკარგა. არაჩვეულებრივი ადმიანია, შეუძლია უზომოდ გასცეს, მაგრამ ძალიან აფექტურია.“ - ამბობს თოლორდავა.

„ლიბერალი“ დაუკავშირდა ვანოს (სახელი შეცვლილია), რომელსაც თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეოში ურტყამს და აგინებს. ის ამბობს, რომ ელიზბარაშვილი მისი ბავშვობის მეგობარია, ერთად გაიზრდნენ და ერთმანეთთან ასეთი ურთიერთბა აქვთ. ვანო ასევე აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს ასე არ ექცევა და ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თანამშრომლებზე ძალადობს. 

„ლიბერალი“ გავრცელებულ ვიდეოზე და ლელა თოლორდავას ბრალდებებზე საპასუხოდ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებას უკვე რამდენი საათია ცდილობს, თუმცა იგი არც ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.

 imedinews.ge-ს ელიზბარაშვილმა უთხრა, რომ ის თანამშრომელმა მდგომარეობიდან გამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც თანამშრომელი სამსახურში ნასვამი მივიდა. ელიზბარაშვილი დასძენს, რომ ის რაც მან გააკეთა, მართებული საქციელი არ იყო. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ „ლიბერალი" შსს-ს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^