Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - მუხლი 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

12 აპრილი, 2018 16:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ელიზბარაშვილთან  დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს. 

ელიზბარაშვილის თანამშრომელზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ თანამშრომელს თავში „ემოციურად წამოუთაქა“, რადგან ეს უკანასკნელი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა.

"პოლიცია მოვიდა და იმის მაგივრად რომ გაერკვიათ, ვინ ატვირთა სოციალურ ქსელში ის სამ წუთიანი ამონარიდი, ვინ დაამონტაჟა და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი,  დაინტერესდნენ იმით, ჩემს თანამსრომელს, რომლიც შემთხვევის ადგილზე გამოვიძახე და მორგეობისას ნასვამი მოვიდა, თავში წამოვარტყი,  და ამის გამო თურმე მოკვლევა დაიწყეს. მოკვლევა კი არა, რაც გინდა ის დაიწყონ ჩემო კარგო" - გვითხრა თამაზ ელიზბარაშვილმა. 

"ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ჩემი შემოსავლის 60% თავშესაფარს მოვახმარო, ჩვენი უმეტესობა ღორი ბიზნესმენებივით ვივლი კაზინოებში, რესტორნებში, სხვადასხვა გასართობ ადგილებში, ვიმოგზაურებ აქეთ-იქით ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. თქვენ ჩემნაირი კაცი რაში გჭირდებათ? არ გჭირდებათ". - გვითხრა ელიზბარაშვილმა.

მისი თქმით, თავშესაფრის საკითხი მას საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია (დახურავს თუ არა), და ფიქრის პროცესშია. 
 

ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს და აგინებს - რას ჰყვება ყოფილი თანამშრომელი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^