Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამაჯურები მოძალადეებისთვის - რა წერია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაში

13 აპრილი, 2018 18:33

საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

სამომედო გეგმის მიზანია, ქვეყნის პოლიტიკა იყოს ეფექტიანი და მსხვერპლთა/დაზარალებულთა საჭიროებებს პასუხობდეს. ამისათვის სამოქმედო გეგმაში გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში უნდა გადადგას. გეგმაში საუბარია, როგორც საკანონმდებლო რეგულირებაზე, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებზე.

ერთ-ერთი ინიციატივა მოძალადე  მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავებას ეხება. ასევე გეგმა მოძალადეებისთვის ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვას ითვალისწინებს. 

რა წერია სამოქმედო გეგმაში ► მოკლედ

სტამბოლის კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა;

ეროვნული რეფერალური მექანიზმის დამტკიცება;

სტატისტიკის წარმოება და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის შემუშავება.

ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის პროგრამებში სათანადო ფინანსური რესურსების გამოყოფა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისთვის;

ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდა 10-30%-ით;

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების მექანიზმების შემუშავება/გაუმჯობესება;

პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის საკითხებზე:  სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სოციალური აგენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მანდატურის სამსახურისთვის, ჯანდაცვის მუშაკებისათვის, იურისტებისათვის.

სტამბოლის კონვენციის მიხედვით მოსამართლეების გადამზადება;

პროკურორთა სპეციალიზაციის გაძლიერება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე;

პოლიციელთა  სპეციალიზაციის გაძლიერება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე;

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის ჯანდაცვის მომსახურებების პროგრამული უზრუნველყოფა;

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე (სავალდებულო) აკრედიტებული ელექტრონული სასწავლო მოდულის შექმნა და ინტეგრირება უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში;

კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოება რეგიონებში და სახელმწიფო ფონდის ქვეშ არსებული თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

მსხვერპლთა ფსიქოლოგიური, სოციალური და  ეკონომიკური,  რეაბილიტაციის სტანდარტიზების სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა;

დამცავი და შემაკავებელი ორდერების აღსრულების, მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დანერგვა;

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, 112-ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი;

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტის შექმნა და დანერგვა;

შშმ, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ძალადობის რისკებისა და საჭიროებების კვლევა;

მოძალადე  მსჯავრდებულებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავება და შესრულება;

ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვა მოძალადეებისთვის;

ეთნიკურ უმცირესობებთან წელიწადში არანაკლებ 4 შეხვედრა;

ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებთან,  თავშესაფრის მაძიებლებთან, ლტოლვილებთან, მიგრანტთა დროებით განთავსების ცენტრის თანამშრომლებთან წელიწადში არანაკლებ 4 შეხვედრა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

გორში 9 დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლ ...

გორში გაუჩინარებული არასრულწლოვან დები რუსთავში იპოვეს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყე ...
21 აპრილი
21 აპრილი

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხ ...
21 აპრილი
21 აპრილი

ფოტო ► ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინაა ...

„არა ჰესების მშენებლობას!“, „გამოიყენეთ მზის და ქარის ენერგია!“  - მესტიის მუნიციპალიტეტში, ...
^