Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა გეგმები აქვს სამინისტროს უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად

13 აპრილი, 2018 18:37

დღეს კონფერენცია „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. 

კონფერენციაზე, უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი საქმიანობები ჩამონათვალი წარადგინეს. 

როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, ძალადობისა და ბულინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლთა დასახმარებლად, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებისთვის, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომლებიც სამი ტიპის სარეკომენდაციო ფლაერის სახით ეტაპობრივად ყველა სკოლაში დარიგდება.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული როლი მიენიჭება ფსიქოლოგთა მონაწილეობას, როგორც კონფლიქტების პრევენციაში ადრეულ სტადიაზე ჩარევის გზით, ასევე უშუალოდ კონფლიქტების დროს. მისივე თქმით, უფრო გაძლიერდება და ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგიური სერვისები.

მინისტრმა ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის დახვეწაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.  ეს არის „ინტერვენციის ჯგუფის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა და სხვა სპეციალისტთა ამოცანა იქნება, სკოლებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობისას ადგილზე შეისწავლოს მდგომარეობა, გაერკვეს საჭიროებებში და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიოს სკოლას. 

მინისტრმა მანდატურის სამსახური რეფორმასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. 

მანდატურის სამსახურის რეფორმირების ფარგლებში:

შემუშავდება სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური წესი;

შეიცვლება მანდატურის დაქვემდებარება. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურის სამსახური;

გაძლიერდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, როგორც სკოლის პერიმეტრის შიგნით, ასევე გარეთ;

მანდატურის კვალიფიკაციასთან და ასაკთან დაკავშირებით შეიცვლება მოთხოვნები. სავალდებულო გახდება უმაღლესი განათლება ან ზოგადი და პროფესიული განათლება ერთად;

მანდატურების მოსამზადებელი კურსი გახანგრძლივდება და გაძლიერდება. თეორიულ ცოდნასთან ერთად, კურსს დაემატება ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკის კომპონენტები. თეორიული კურსის შინაარსში განვითარდება ბავშვთა ასაკობრივი კანონზომიერებების, კონფლიქტების მართვისა და მედიაციის მოდულები;

მკაფიო გახდება თანამშრომლობის სქემები მანდატურებსა და სკოლის ადმინისტრაციას, მანდატურსა და პატრულს შორის;

კონფლიქტური სიტუაციების დეესკალაციის მიზნით კანონში გაჩნდება უსაფრთხოების დაცვის ახალი მექანიზმი - „განცალკევება“. იმ შემთხვევაში თუ სკოლიდან გასვლის შემდეგ მოსწავლის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვი, მანდატურს უფლება ექნება მოახდინოს მოზარდის განცალკევება, მშობლის ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრის მოსვლამდე. ამ პერიოდში მოსწავლე ჩართული იქნება სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში და მას მეთვალყურეობას გაუწევს სკოლის წარმომადგენელი.

კონფერენციაზე წარადგინეს ახალი ინტერაქტიული ვებპორტალი „იყავი მეგობარი“, რომლის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, ფართო საზოგადოებას, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სკოლაში ან სკოლასთან დაკავშირებით მიიღება, მხოლოდ ბავშვის ინტერესებზე  იქნება მორგებული.

მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებები იზრდება - მთავრობამ ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^