Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალის მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების საქმეზე მარგველაშვილი ხვალ ისაუბრებს

15 აპრილი, 2018 14:04

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ისაუბრებს.

„რუსთავი 2-ის" ცნობით, პრეზიდენტი ბრიფინგს შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს.

ყელგამოჭრილი ქალი 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე დაახლოებით 19:00 საათზე იპოვნეს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. ნასამართლევია და იგი 2015 წელს დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა. 

როგორც სამინისტრო იტყობინება, ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ამასთან, შსს აცხადებს, რომ „მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ" და ეჭვმიტანილის მიმართ „შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

გორში 9 დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლ ...

გორში გაუჩინარებული არასრულწლოვან დები რუსთავში იპოვეს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყე ...
21 აპრილი
21 აპრილი

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხ ...
21 აპრილი
21 აპრილი

ფოტო ► ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინაა ...

„არა ჰესების მშენებლობას!“, „გამოიყენეთ მზის და ქარის ენერგია!“  - მესტიის მუნიციპალიტეტში, ...
^