Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არაჯეროვნად გამოიყენა სამართლებრივი შეღავათები

15 აპრილი, 2018 20:17

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არაჯეროვნად გამოიყენა სამართლებრივი შეღავათები იმ ადამიანის მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, არ იმსახურებდა ასეთ შეღავათს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების საკითხზე. 

როგორც თალაკვაძე ამბობს, აუცილებლად დაუჭერს მხარს თუკი გუნდში მსჯელობა იქნება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობრივ დანაშაულს კანონმდებლობით აღარ შეეხოს ისეთი შეღავათი, როგორიც პრეზიდენტმა გამოიყენა. „ვფიქრობ, ამაზე უმრავლესობაში დისკუსია გაიმართება“, - დასძინა თალაკვაძემ. 

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ ისაუბრებს.

ყელგამოჭრილი ქალი 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე დაახლოებით 19:00 საათზე იპოვნეს.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. ნასამართლევია და იგი 2015 წელს დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. იგი მოკლულის დედის ყოფილი მეუღლეა. 

როგორც სამინისტრო იტყობინება, ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ამასთან, შსს აცხადებს, რომ „მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ" და ეჭვმიტანილის მიმართ „შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^