Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე დარახველიძე: ბაქრაძეს ე.წ. უდოს კომისიამ გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი

16 აპრილი, 2018 10:58

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ე.წ. უდოს კომისიამ გათავისუფლებაზე ვეფხია ბაქრაძეს 6-ჯერ უთხრა უარი. ბაქრაძე 13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაშია ბრალდებული.

„ჩავთვალეთ, რომ არ აკმაყოფილებდა იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებიც არის დადგენილი. დანაშაულის ხასიათი, ეს არის ის კრიტერიუმი, რასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს საბჭო. ეს არის მისი წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ასევე დაწესებულებაში ქცევა“, - თქვა დარახველიძემ.

დარახველიძის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისია დიდ ყურადღებას უთმობს რისკის საკითხსაც, თუ რამდენად არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის შესაძლებლობა. „შესაბამისად, ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ყველა ჯერზე საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო “, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ძალადობისთვის იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

ბაქრაძე სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^