Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უმრავლესობის დეპუტატი კვირიკაშვილისა და კობახიძის ურთიერთმიმოწერის ნამდვილობას ადასტურებს

16 აპრილი, 2018 13:31

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „შაბათის კურიერში“ გავიდა მიმოწერის „სქრინი“ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის. გავრცელებული მიმოწერა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირების საილუსტრაციოდ გასაჯაროვდა. 

სიუჟეტში საუბარია, რომ პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს.

პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება არ იყო გაზიარებული, რაც მისთვის სამწუხაროა. 

კურიერის ინფორმაციით, მიმოწერამდე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ შეკრებაზე დაპირისპირება მოხდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ პრემიერის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ დეპუტატს და გიორგი კვირიკაშვილმა მას ამ დეპუტატისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

ჟურნალისტების შეკითხვებზე უმრავლესობის წევრები პასუხობენ, რომ მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. თუმცა, უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ მიმოწერა ნამდვილია და მოითხოვს გასაჯაროვდეს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დეპუტატებისთვის მანამდე გაგზავნილი კიდევ ერთი შეტყობინება, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„პრემიერმა, უბრალოდ, იმ განცხადებების შესაბამისად, რაც გაკეთდა, მაგის საპასუხოდ მოიწერა ეგ რომ მისი განცხადების ინტერპრეტირება ხდებოდა სხვანაირად. მაგას უძღოდა წინ სხვა გზავნილი და ის რატომღაც არ გაამჟღავნა ვიღაცამ. ის იყო მოწოდება ერთობისა და თავის შეკავებისკენ. ყველა მხარის მიმართ და ამის ინტერპრეტირება მოხდა და შემდეგ იყო ის გზავნილი, რომ ნურავინ ნუ ცდილობდა იმ გზავნილების ინტერპრეტირებას სათავისოდ, - ამბობს დავით ჭიჭინაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^