მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „სოციალ-დემოკრატები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, „სოციალ-დემოკრატების“ ინიციატივებისა და ხედვის შესახებ ინფორმაცია მაისში გახდება ცნობილი. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ინიციატივა საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტს შეეხება, ასევე ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას.
რატომ ვართ პოლიტიკაში? – პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ხედვები განვახორციელოთ და თუ ამას შესაბამისი მხარდაჭერა არ იქნება და არც მომავალი დისკუსიის საფუძველი არ იქნება, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მთავარი რა არის ამ შემთხვევაში?! – მთავარი არის არჩევნები, არჩევნებში როგორ მიიღებ მონაწილეობას, დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
„სოციალ-დემოკრატები“ პარლამენტში ამჟამად 3 წევრით არიან წარმოდგენილნი: გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი.